სპალეტიმ ნაკრებში მანჩინი და კარნეზეკი გამოიძახა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გუნდში ჯანლუკა მანჩინისა და მარკო კარნეზეკის უხმო.
რომას მცველი აძურის რიგებში ტრავმირებულ ალესანდრო ბასტონის, ატალანტას კარის დარაჯი კი გილერმო ვიკარიოს ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, იტალია ხვალ, 23:45 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს, 20 ნოემბერს კი უკრაინას დაუპირისპირდება.