Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტის პრეს-კონფერენცია ლეჩესთან მატჩის წინ

ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ლეჩესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.           

„მილანთან მარცხი ? ჩვენ ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რასაც მე უკვე დიდი ხანია ვამბობ. ჯერჯერობით დასრულებული არაფერია და ჩვენი მეტოქეები კონცენტრაციის მცირე მოდუნებასაც კი არ გვაპატიებენ.

„ჩვენ მილანთან მატჩში მოედანზე ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრით გავედით, თითქოს ეს ერთგვარი რეპეტიცია ყოფილიყო, მილანი კი მაქსიმალური მოტივაციით გამოვიდა, რამაც მოედანზე სხვაობა შექმნა.

„ჩვენ ამ თემაზე მშვიდად ვისაუბრეთ, ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ და ვიცით, რომ როგორც სკუდეტოს მოსაპოვებლად, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სვლისთვის ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.

„ოსიმენი ? ხვალ ვიქტორის თამაში გამორიცხულია, ის უახლოეს პერიოდში შემოწმებას გაივლის და იმედი გვაქვს, რომ მილანთან მატჩისთვის მზად იქნება.

„რასიზმი იტალიურ ფეხბურთში ? სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა იტალიაში ძალიან მწვავედ დგას და თუ გვსურს, რომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი ვიყოთ, ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ.“