სპალეტის პრეს-კონფერენცია ტორინოსთან მატჩის წინ
ნაპოლის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ტორინოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ნაპოლის კარგი ფორმა ? ჩვენ ამ მომენტისთვის სეზონის მსვლელობით კმაყოფილები ვართ, გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს და კარგი შედეგები აქვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
„შევძლებთ თუ არა ასეთი წლის განმეორებას ? რა თქმა უნდა, ჩვენ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს, გუნდმა განვითარება უნდა გააგრძელოს და უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ, თუმცა ახლა მომდევნო სეზონზე ფიქრის დრო არ არის.
„ხვალ ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველოდება. ტურინში თამაში მარტივი არასოდეს არის, ტორინო კი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და ამბიციური მიზნებისთვის იბრძვის, ამიტომ სასურველი შედეგის მოპოვება ძალიან რთული იქნება.
„რასპადორი ? ის ჯერჯერობით თამაშისთვის მზად არ არის და ვფიქრობ, რომ ჯაკომო ვერც ნაკრების დახმარებას შეძლებს.
„ფეხბურთელების მოტივაცია ? ფეხბურთელს შესაძლოა თამაში არ წაუვიდეს, მაგრამ მოტივაციისა და მონდომების ნაკლებობას ვერ შევეგუები. მინდა ვნახო მოტოვირებული ფეხბურთელები, როგორც მაგალითისთვის კვარა, რომელსაც გოლის შემდეგ კისერზე ვენები ეტყობოდა, მე ეს უფრო მომწონს.“