Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპალეტის პრეზენტაცია ნაკრებში 2 სექტემბერს გაიმართება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ აძურის ახალ მწვრთნელს ლუჩიანო სპალეტის ოფიციალურად 2 სექტემბერს წარადგენს.

სპალეტი იტალიის ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშს 1 სექტემბერს გამართავს და გუნდს 9 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის, 12 სექტემბერს კი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისთვის მოამზადებს.

სერია ა-ს მოქმედმა გამარჯვებულმა იტალიის ნაკრებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 2026 წლის მუნდიალზე 4-გზის მსოფლიო ჩემპიონს სწორედ ის უხელმძღვანლებს.