Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სპინაცოლა კვლავ ტრავმირებულია

რომას ფეხბურთელი ლეონარდო სპინაცოლა, რომელიც გუნდს ლაზარეთიდან ახლახანს დაუბრუნდა, კვლავ ტრავმირებულია.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 30 წლის იტალიელმა კუნთის ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო, რის გამოც მას ლეჩესთან და სლავიასთან მატჩები გაუცდება.

წყაროს ცნობით, ჯალოროსის სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ სპინაცოლა რომაული დერბისთვის მზად იქნება.