Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Stadio Diego Armando Maradona

ნეაპოლის მერმა ლუიჯი დე მაგისტრისმა დაადასტურა, რომ მომდევნო მატჩიდან ნაპოლის საშინაო მოედანს Stadio Diego Armando Maradona ერქმევა.

ნაპოლის მომავალი ორი მატჩის თამაში გასვლაზე უწევს, 10 დეკემბერს კი პარტენოპეი საშინაო არენაზე ევროპა ლიგის ეგიდით რეალ სოსიედადს მიიღებს.

„პროცედურა დაჩქარებულ რეჟიმში ხორციელდება, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები გვქონდა, თუმცა არჩევანი Stadio Diego Armando Maradona-ზე შევაჩერეთ და ნაპოლის მომავალი მატჩისთვის სტადიონს დიეგოს სახელი ერქმევა.“