Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Suning-ის ინტერში დარჩენა საბოლოოდ გადაწყდა

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერის მფლობელი კომპანია Suning-ის ფინანსური სიტუაცია ბოლო კვირეებში საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩინელების დარჩენა ინტერის სათავეში საბოლოოდ გადაწყდა.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ჩინეთში უკვე ალაპარაკდნენ იმ სანქციების მოხსნაზე, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უცხოურ სპორტულ გუნდებში ფულის ჩადებას უკრძალავდა, რის გამოც ნერაძურის ერთი პერიოდი ხელფასების გადახდაც კი უჭირდა.

წყაროს ცნობით, ძალიან მალე სტივენ ჟანგი მილანში დაბრუნდება და გუნდის დირექტორებთან კონტრაქტებს გააფორმებს, რაც მათი გუნდში დარჩენის კიდევ ერთი სიგნალი იქნება.