Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Suning-ი დათმობაზე არ მიდის…

ინტერის მფლობელები გუნდის გაყიდვასთან დაკავშირებით როგორც BC Partners-თან, ასევე სხვა კომპანიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

ბრიტანულმა კომპანიამ Suning-ს ინტერის სანაცვლოდ 800 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

SportMediaset-ის ინფორმაციით, სტივენ ჟანგი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ინტერის საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ 1 მილიარდ ევროს ითხოვს, თუმცა თუ ამ თანხის გადახდა ზაფხულამდე არც ერთმა დაინტერესებულმა მხარემ არ ისურვა, დიდი ალბათობით Suning-ს მოთხოვნილი თანხის შემცირება მოუწევს.