Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Suning-ი ინტერის გასაყიდად ემზადება

იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში ინტერს ახალი მფლობელები ეყოლება და დიდი ალბათობით ეს Oaktree Capital-ი იქნება.

გამოცემა Libero-ს ინფორმაციით, Suning-ი აშკარად ცდილობს, რომ ინტერის სახელფასო ჭერი ვალები შეამციროს, რაც ნერაძურის ყიდვას პოტენციური მსურველებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით ინტერის აქციების საკონტროლო პაკეტს დიდი ალბათობით Oaktree შეიძენს, რომელმაც Suning-ს რამდენიმე თვის წინ 350 მილიონიანი სესხი მისცა.

გამოცემის ინფორმაციით, თუ Oaktree ინტერის მეპატრონე გახდა, ნერაძურის პროექტი რადიკალურად შეიცვლება და ნერაძური მილანის მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც შედარებით ახალგაზრდა, თუმცა იაფი ფეხბურთელების ტრანსფერებს და მათ განვითარებას ითვალისწინებს.