Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Suning-ი ინტერის გაყიდვას არ გამორიცხავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და ინტერის ინსაიდერის ფაბრიციო ბიაზინის ინფორმაციით, ნერაძურის შესაძლო გაყიდვა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ბენეამატამ სეზონის ბოლოს მფლობელი შეიცვალოს.

წყაროს ცნობით, Suning-ს გუნდის გაყიდვაზე უარი არც არასოდეს უთქვამს, მაგრამ ჯერჯერობით მათ მიერ მოთხოვნილი 1.1-1.2 მილიარდი ევროს გადახდა იტალიური გრანდის სანაცვლოდ არავის სურს, უფრო იაფად კი ჩინელები გუნდის გაყიდვას არ აპირებენ.

ბიაზინის თქმით, გუნდში არსებული რთული ფინანსური სიტუაციის გამო, ინტერს ადრე თუ გვიან ახალი მფლობელების ძიება მოუწევს, რადგან გუნდს ყოველ ზაფხულს მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვის რესურსი აღარ აქვს.