Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Suning-ი ინტერს არ გაყიდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფინანსური კრიზისის მიუხედავად სტივენ ჟანგი და მისი ოჯახი ინტერის გაყიდვას არ აპირებენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, გუშინ ინტერის აქციონერთა კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სტივენ ჟანგმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ინტერს უახლოეს მომავალში მფლობელები არ შეეცვლება.

ბოლო პერიოდში ინტერის მფლობელი კომპანია Suning-ი სერიოზულ კრიზისს განიცდის და გადაუხდელი დავალიანებების გამო კომპანიას ჩინეთში სერიოზული სანქციებიც კი დაუწესეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჟანგების ოჯახი ინტერის გაყიდვას არ აპირებს.