Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Suning-ი ინტერს 960 მილიონ ევროდ ყიდის

ბოლო პერიოდში ინტერის შესაძლო გაყიდვის შეახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა და იმის მიუხედავად, რომ გუნდსი ხელმძღვანელობამ ეს ხმები უარყო, სხვადასხვა წყარო ამ თემაზე მაინც საუბრობს და კონკრეტულ თანხებსაც ასახელებს.

იტალიელი ჟურნალისტის ივან ძაძარონის მტკიცებით, Suning-ი გუნდს 960 მილიონ ევროდ ყიდის და რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ინტერის შესაძლო გაყიდვის შესახებ ხმები ვრცელდება და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მართალია.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ ისინი კატარელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და Suning-ი მზად იყო, გუნდი 960 მილიონის სანაცვლოდ გაეყიდა, თუმცა მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

„ასევე ინტერესს იჩენს Bc Partners-ი, რომელიც როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში ძალიან გავლენიანი და ძლიერი ორგანიზაციაა.

„Qatar Fund-ს ერთი გუნდი ინგლისში, ერთიც კი საფრანგეთში ჰყავს და ახლა სურს, რომ იტალიურ ფეხბურთშიც შემოვიდეს, თუმცა ისინი Suning-ის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებენ.

„ჩინეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ინტერის გაყიდვა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.“

გათიშვა