Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Suning-მა ინტერში უკვე იმის ნახევარი თანხა დახარჯა, რაც მორატიმ 20-წლიანი მმართველობისას

იტალიელი ჟურნალისტის, მარკო ბელინაცოს ინფორმაციით, ინტერის მფლობელმა Suning Group-მა უკვე იმის ნახევარი თანხის დახარჯვა მოასწრო, რაც მასიმო მორატიმ დახარჯა.

მორატი ინტერს 1995 – 2013 წლებში ფლობდა და საერთო ჯამში მან გუნდში ინვესტიციის სახით 1.3 მილიარდი ევრო ჩადო, Suning-მა კი, რომელიც ინტერში 2016 წელს მივიდა, უკვე 600 მილიონი აქვს დახარჯული.

„მათ, ვისაც ეშინოდათ, რომ უცხოური ინვესტორები გუნდს საკმარის ფინანსებს არ გამოუყოფდნენ, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ორივე მილანური გუნდის, მილანის და ინტერის მფლობელებმა გუნდების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად კოლოსალური თანხები დახარჯეს.

„მორატიმ თითქმის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში 1.3 მილიარდი დახარჯა, Suning-მა კი 4 წელიწადში 600 მილიონი.

„ბერლუსკონიმ მილანში 900 მილიონი ევროს ინვესტიცია გააკეთა, Elliott-მა კი უკვე 700 მილიონი ევრო დახარჯა.

„ეს ციფრები ბევრად მეტი იქნებოდა, რომ არა პანდემია, თუმცა ვერავინ ვერ იტყვის, რომ რომელიმე მილანური გუნდი ფინანსურ ხარჯებს თავს არიდებს.“