Suning-მა 2 მილიარდი ევრო იზარალა…
ბოლო პერიოდში ინტერის ფინანსური სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, რაც ბეპე მაროტას და გუნდის დირექტორების კარგი სატრანსფერო საქმიანობის და ფინანსების მიღების დამსახურებაა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ნერაძურის ხელფასების გადასახდელი ფულიც არ ჰქონდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ინტერის მფლობელი კომპანიის Suning-ის ფინანსური კრიზისი გახდა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ჩინურმა გიგანტმა კომპანიამ პანდემიის დაწყების დღიდან უკვე 2 მილიარდი ევრო იზარალა, რის გამოც მათ მფლობელობაში მყოფი კიდევ ერთი გუნდი, Jiangsu FC, რომელიც ჩინეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა და ჩემპიონიც გახდა, გაკოტრდა და დაიშალა…