Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Super League: როგორი იქნება ფორმატი…

Super League-ს შექმნის გაოფიციალურების შემდეგ, ამ ტურნირის ჩემპიონატიც ცნობილი გახდა, რომლის ხილვაც ჩემპიონატის საიტზე შეგიძლიათ: https://thesuperleague.com/

ჩემპიონატს ეყოლება 15 გუნდი, რომელსაც ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული ექნება. ეს გუნდებ იარიან : მილანი, იუვენტუსი, ინტერი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი, ტოტენჰემი და 3 გუნდი, რომელიც უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება, ამ 15 გუნდს კიდევ 5 დაემატება, რომლებსაც საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ.

20 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდება, რომლებიც სახლში-გასვლის პრინციპით ითამაშებენ და ჩვენ უამრავი კარგი მატჩის ნახვა შეგვეძლება.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, საუკეთესო 8 გუნდი ასპარეზობას პლეი-ოფის ფორმატით განაგრძობს, რომელიც 4 კვირა გაგრძელდება. თამაშები შუა კვირაში გაიმართება და ყველა ჩამოთვლილი გუნდი შიდა ჩემპიონატებში ასპარეზობას ჩვეულად გააგრძელებენ. ჩემპიონატი სავარაუდოდ აგვისტოში დაიწყება.