Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Super League-ს შექმნა ოფიციალურად კვირას დადასტურდება ?

ერთდროულად რამდენიმე გავლენიანი წყარო ირწმუნება, რომ ახალი ევროპული ტურნირის შექმნის შესახებ ევროპული გრანდები მომდევნო კვირას დაადასტურებენ.

New York Times-ის ცნობით, მადრიდის რეალი, ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, იუვენტუსი, ინტერი და მილანი უკვე თვეებია ამ ჩემპიონატის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ეს ინფორმაცია მომდევნო კვირას დადასტურდება.

წყაროს ინფორმაციით, UEFA და ევროპის წამყვანი ჩემპიონატები გრანდების ინიციატივას არ ეთანხმებიან და მათთვის გარკვეული სანქციების გამოყენებით ხელის შეშლას აპირებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმატით გაიმართება აღნიშნული ჩემპიონატი და რომელი გუნდები მიიღებენ მასში მონაწილეობას.

წყაროს ინფორმაციით, პსჟ-მ, დორტმუნდმა და ბაიერნმა აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.