ტეო, პულისიჩი და კრუნიჩი: ბოლო ინფორმაცია მილანის ლაზარეთიდან…
უდინეზესთან მძიმე მარცხის შემდეგ, მილანი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა, რომელიც შესაძლოა ლომბარდიული გრანდისთვის ჯგუფში გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
MilanNews-ის ინფორმაციით, სტეფანო პიოლის პსჟ-სთან ფონს გასვლა პიერ კალულუს, სიმონ კიაერის, მარკო პელეგრინოსა და ასევე რადე კრუნიჩის გარეშე მოუწევს, რომელმაც დაზიანება გასულ ტურში მიიღო.
წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით მილანის განკარგულებაში დაბრუნდებიან ტეო ერნანდესი და კრისტიან პულისიჩი, რომლებიც დიდი ალბათობით შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ.