Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო:“ სამწუხაროა, რომ ჩვენი გზები იყოფა…“

მილანის ფეხბურთელი ტეო ერნანდესი გუნდიდან პაოლო მალდინის წასვლას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

„სამწუხაროა, რომ ისეთ ადამიანთან გამომშვიდობება მიწევს, რომელიც მე მენდობოდა და დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ახლა ვარ. მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთება, SempreMaldini.”

შეგახსენებთ, რომ ტეოს მილანში ტრანსფერი პირადად პაოლო მალდინის დამსახურებაა, რომელმაც ფეხბურთელის დასარწმუნებლად ტეოს იბიცაზე ჩააკითხა.