Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

TF: ჩალჰანოღლუმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური გამოცემა TodoFichajes-ს მტკიცებით, ჰაკან ჩალჰანოღლუმ საბოლოო გადწყვეტილება მიიღო და ის მილანთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი მშვიდად არის და მილანში შესანიშნავად თამაშს განაგრძობს, თუმცა იანვრიდან რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება და სეზონის შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით რომელიმე გრანდს შეუერთდება.

ჯერჯერობით ფავორიტებად იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი და პსჟ მიიჩნევიან, თუმცა 26 წლის თურქი ფეხბურთელის გაფორმება სხვა გრანდებსაც სურთ და მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Bild-ის ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა აღნიშნა, რომ ჰაკანი 90 პროცენტით სეზონის ბოლოს მანჩესტერის ფეხბურთელი გახდება.