Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი პსჟ-ს სატრანსფერო სიაში…

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ მილანის ცენტრალური მცველის ფიკაიო ტომორის ტრანსფერით ინტერესდება.

პარიზული გუნდის რიგებში ზაფხულში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და L’Equipe-ს ცნობით, მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე როსონერის უკანახაზელი გახლავთ.

25 წლის ინგლისელს მილანთან მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება და ის გუნდის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრება, ამიტომ რთული წარმოსადგენია, რომ ფრანგებმა იტალიური გრანდის დარწმუნება შეძლონ…