Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტონალის შემდეგ, ნიუკასლი მილანის კიდევ ერთი ვარსკვლავით ინტერესდება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიუკასლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის კიდევ ერთი ლიდერის ტეო ერნანდესის გაფორმებას ეცდება.

ნიუკასლმა გასულ ზაფხულს მილანიდან სანდრო ტონალი დაიმატა, რომელიც მალევე ინგლისური გუნდის ერთ-ერთ ლიდერი გახდა, MilanNews-ის ცნობით კი მხარეებმა ზაფხულში ტეო ერნანდესის ტრანსფერიც განიხილეს.

წყაროს ინფორმაციით, მაშინ მილანმა ორი ლიდერის ერთად დაკარგვა არ ისურვეს, თუმცა ნიუკასლი ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს და ზაფხულში მილანთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, მილანი ტეოს გაყიდვას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.