ტორინო ილიჩს გამოისყიდის
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტორინომ ვერონადან ივან ილიჩის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
22 წლის სერბი ტალანტი ვერონას საკუთრებაშია და ის გრანატას რიგებში 1-წლიანი იჯარით ასპარეზობს, მისი შემდგომში 15 მილიონ მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
SportMediaset-ის ინფორმაციით, გრანატამ ფეხბურთელის გამოსყიდვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომელსაც უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებს.