ტორინო იურიჩის გაშვებას განიხილავს…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტორინომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა გუნდიდან ივან იურიჩი გაუშვას.
ტურინელები 10 ტურის შემდეგ 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებენ და Tuttosport-ის ცნობით, გრანატას ხელმძღვანელობა იურიჩის მუშაობით უკმაყოფილოა.
წყაროს ცნობით, იურიჩის წასვლის შემთხვევაში, ტურინელების პრიორიტეტი სასუოლოს თავკაცი ალესიო დიონიზია, რომლის წინააღმდეგ ტორო დღეს ითამაშებს.