Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინო კორეას ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური მედიის ცნობით, ტორინო ინტერის ფორვარდის ხოაკინ კორეას ტრანსფერზე მუშაობს.

არგენტინელი ფორვარდი ლომბარდიული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ინტერი მის გაყიდვას ბოლო კვირებია აქტიურად ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული მსურველის პოვნას ვერ ახერხებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტორინოს კორეას იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა პირველ რიგში ფეხბურთელის მხრიდან თანხმობის მიღება დასჭირდება…