Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტორინოს რიჩი ტრავმის გამო მინიმუმ 1 თვე დააკლდება

ტორინოს მომდევნო მატჩებში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის სამუელე რიჩის გარეშე მოუწევს.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა ტრავმა სასუოლოსთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, შემდგომში კი მას ბარძაყის კუნთის გაჭიმულობა დაუდასტურდა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რიჩი დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს და მინიმუმ 3 მატჩს გამოტოვებს.