Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი იუვენტუსის ტალანტით ინტერესდება

ბრიტანული წყაროების ცნობით, ტოტენჰემი იანვარში იუვენტუსის ვინგერის სამუელ აილინგ-ჯუნიორის გაფორმებას შეეცდება.

The Independent-ის ცნობით, ლონდონური გუნდი, რომელსაც ტრავმების გამო სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და იუვეს 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ახალგაზრდა ფეხბურთელი მაქს ალეგრის ძირითადი გუნდის წევრად არ მოიაზრება, მან მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 113 წუთი გაატარა, ამიტომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, იუვე ინგლისელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.