ტოტენჰემი კულუშევსკის არ გამოისყიდის
იტალიური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს დეიან კულუშევსკი იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.
კულუშევსკი ტოტენჰემს გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 18-თვიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც იუვენტუსმა 10 მილიონი ევრო მიიღო, მისი შემდგომში 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდებოდა.
პრემიერ ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება და რთული წარმოსადგენია, რომ მათ ოთხეულში შესვლა შეძლონ, ამიტომ კულუშევსკის მომავალთან დაკავშირებით ბოლო სიტყვა ინგლისელებს დარჩებათ.
Corriere dello Sport-ის ცნობით, გუნდიდან ანტონიო კონტესა და ფაბიო პარატიჩის წასვლის ფონზე, რომლებიც კულუშევსკის ტრანსფერის მთავარი ინიციატორები იყვნენ, ინგლისელები ფეხბურთელს არ გამოისყიდიან და ის ტურინში დაბრუნდება.