Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოტენჰემი რომას მცველით ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, ტოტენჰემი რომას უკანახაზელის როჯერ იბანესის ტრანსფერით ინტერესდება.

ინგლისელები დევინსონ სანჩესის შემცვლელის ძიებაშია და SportItalia-ს ცნობით, მათი პრიორიტეტი სწორედ ჯალოროსის ფეხბურთელი გახლავთ.

წყაროს ცნობით, ინგლისელები რომას იბანესის სანაცვლოდ 20 მილიონს სთავაზობენ, მაგრამ რომა ფეხბურთელის გაყიდვას 25 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.