ტოტენჰემი რომას ნახევარმცველით ინტერესდება
ბრიტანული წყაროების ცნობით, ტოტენჰემი რომას ნახევარმცველის ბრაიან კრისტანტეს ტრანსფერით ინტერესდება და მის გაფორმებას იანვარში ეცდება.
ლონდონურ გუნდს ტრავმების გამო სერიოზული პრობლემები აქვს და ზამთარში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, გამოცემა TeamTalk-ის ცნობით კი მათი ერთ-ერთი სამიზნე 28 წლის ფეხბურთელი გახლავთ.
წყაროს ცნობით, ტოტენჰემი რომას კრისტანტეს სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს შესთავაზებს.