ტოტიმ რომაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
რომას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და გუნდში დაბრუნება არ გამორიცხა.
„მოურინიო ? ბევრს შესაძლოა ის არ მოსწონდეს, მაგრამ სტატისტიკა ჟოზეს მხარეს არის. რომამ 2 სეზონში 2 ფინალი ითამაშა, რაც ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა და ამ მიღწევას მოურინიოს ვერ დავუკარგავთ.
„ჩემი შესაძლო დაბრუნება გუნდში ? მინდა, რომ რომას განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო, ამიტომ მინდა გუნდის ტექნიკური დირექტორი გავხდე.“