Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტრავმის მიუხედავად, მილანი ბენასერის გაყიდვას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ისმაელ ბენასერის გაყიდვას არც ახლა, არც ზამთრის სატარნსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებს.

გასულ დღეებში ბენასერის მიმართ არაბული გუნდების მხრიდან არსებული ინტერესის თაობაზე ბევრი დაიწერა და არაერთი წყარო ამტკიცებდა, რომ არაბები ფეხბურთელის სანაცვლოდ ზამთარში მილანს 50-60 მილიონს შესთავაზებდნენ.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტრავმის მიუხედავად, ბენასერი მილანისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან შუა სეზონში როსონერის რიგები დატოვოს.