ტუდორის აგენტმა კლიენტის მიმართ ნაპოლის ინტერესი დაადასტურა
ვალტერ მაცარის დანიშვნამდე, ნაპოლი მოლაპარაკებებს იგორ ტუდორთან აწარმოებდა, თუმცა მხარეებმა საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს.
ამ თემაზე კომენტარი ხორვატი სპეციალისტის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.
„ნაპოლის თავისი პოზიცია ჰქონდა, მათ სურდათ მწვრთნელი, რომელიც 4-3-3 სქემით ითამაშებდა, ტუდორს კი ფეხბურთის სხვაგვარი ხედვა აქვს.
„ამის გარდა, ტუდორი არ არის მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ გარდამავალ პერიოდში ჩაიბარებს გუნდს, ის 7-თვიანი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, მას სურს ხანგრძლივი პროექტი, რომელიც ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.“