ტუდორის ნაპოლიში მისვლამდე, დე ლაურენტისი დღეს ვალტერ მაცარის შეხვდება
ნაპოლი რუდი გარსიას შემცვლელის ძიებას აქტიურად აგრძელებს და ამ მომენტისთვის ფავორიტი იგორ ტუდორი გახლავთ, თუმცა ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი ხორვატის მისვლა პარტენოპეის რიგებში არ არის.
SportItalia-ს ცნობით, ტუდორმა ნაპოლის წინადადებაზე თანხმობა უკვე განაცხადა, თუმცა დე ლაურენტისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და სურს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი შესაბამისი განხილვის შემდეგ გადადგას.
წყაროს ინფორმაციით, დღეს დე ლაურენტისი ვალტერ მაცარის შეხვდება, რომელიც 2022 წელს კალიარის დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.