ტუდორმა ნაპოლის წინადადება მიიღო
გავლენიანი იტალიური წყაროების ცნობით, იგორ ტუდორი ნაპოლის წინადადებას დათანხმდა და ის უახლოეს პერიოდში პარტენოპეის ოფიციალურად ჩაიბარებს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხორვატი სპეციალისტი ნაპოლისთან 6-თვიანი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ტუდორი სეზონის ბოლომდე გასამრჯელოს სახით 1.8 მილიონს, ხოლო კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში 2.2 მილიონს მიიღებს.