Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტურამი:“ ინტერში 2 წლის წინ უნდა გადმოვსულიყავი…“

ინტერის ფორვარდმა მარკუს ტურამმა, რომელიც ნერაძურის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ლომბარდიული გრანდის არჩევის მიზეზი დაასახელა.

„რატომ ინტერი ? ინტერის რიგებში თამაში ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. მე აქ 2021 წელს უნდა გადმოვსულიყავი, მაშინ ტრანსფერისთვის ყველაფერი მზად იყო, მაგრამ მუხლის ტრავმა მივიღე და ტრანსფერიც ჩაიშალა.

„როდესაც ინტერის მხრიდან რასებული ინტერესის შესახებ გავიგე, მე ბევრი არ მიფიქრია და მათ წინადადებას დავთანხმდი.

„ითამაშა თუ არა ლილიანმა ჩემს არჩევანში რაიმე როლი ? არა, მე საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არჩევანს თავად ვაკეთებ.“