Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტურამის უარი ინტერს…

იტალიური მედიის ცნობით, მარკუს ტურამმა ინტერში თამაშზე უარი თქვა.

25 წლის ფრანგ ფორვარდს გლადბახთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ტურამის უფასოდ გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა, მათ შორის ინტერმა გამოთქვა, ბენეამატა ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს საკმაოდ ხანგრძლივად აწარმოებდა, თუმცა FcInterNews-ის ცნობით, ფრანგმა ინტერს უარი უთხრა და იმედი აქვს, რომ კარიერას ბარსელონას რიგებში გააგრძელებს.