Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

თურქული გუნდები ილდისის მიმართ ინტერესს იჩენენ…

იუვენტუსის ტალანტმა კენან ილდისმა თურქეთის ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელიც მან ბიანკონერის ლეგენდარული ფეხბურთელის ალექს დელ პიეროს სტილში აღნიშნა, მისი წარმატებული თამაში კი თურქულ გუნდებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ტალანტის მიმართ ინტერესს ფენერბაჰჩე, გალათასარაი და ბეშიქთაში იჩენენ, თუმცა იუვენტუსი თურქი ფეხბურთელის გაყიდვას არც კი განიხილავს.

ილდისმა მიმდინარე სეზონში პირველ გუნდთან ერთად მოედანზე მხოლოდ 36 წუთი გაატარა, თუმცა ის იუვენტუსის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად მოიაზრება, რომლის გაშვება ბიანკონერის გეგმებში არ შედის.