Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Tuttosport: დიბალას და ლოკატელის იუვესთან კონტრაქტები დროის საკითხია…

REGGIO NELL'EMILIA, ITALY - MAY 12: Paulo Dybala of Juventus FC competes for the ball with Manuel Locatelli of US Sassuolo ,during the Serie A match between US Sassuolo and Juventus FC at Mapei Stadium - Città del Tricolore on May 12, 2021 in Reggio nell'Emilia, Italy. (Photo by MB Media/Getty Images)

Tuttosport-ის ჟურნალისტმა ანტონიო მილონემ პაულო დიბალას და მანუელ ლოაკტელის შესახებ ისაუბრა.

„სასუოლოს ინგლისიდან ლოკატელის ტრანსფერზე შესანიშნავი წინადადებები აქვს, მაგრამ ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე ნეროვერდის ხელ-ფეხი შეკრული აქვს. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის აგენტი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ვფიქრობ, მომდევნო შეხვედრის დროს, რომელცი გუნდებს შორის უახლოეს დღეებში გაიმართება, მხარეები სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწევენ და მოსაგვარებელი მცირე დეტალები დარჩება.

„დიბალას რაც შეეხება, პაულოს იუვენტუსში დარჩენის სურვილი არასოდეს დაუმალავს. ის ახალი კონტრაქტის მიხედვით რონალდუს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და ძალიან გამიკვირდება, თუ ლა ჯოია ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის.“