Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Tuttosport:“ იუვენტუსი დემბელეს გაფორმების იმედს არ კარგავს“

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უსმან დემბელეს იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ არაერთხელ დაიწერა, თუმცა ტურინელებმა ფეხბურთელების გაყიდვა და საჭირო თანხის შეგროვება ვერ მოახერხეს და დემბელე ბარსაში დარჩა.

23 წლის ფეხბურთელი მთელი კარიერაა ტრავმებს ებრძვის, თუმცა გენერაციის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრება და Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მის ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულში აუცილებლად გააგრძელებს.

ტურინელებმა დუგლას კოშტა, დე შილიო და დანიელე რუგანი იჯარით სხვადასხვა გუნდებში გაუშვა და იმედი აქვს, რომ სეზონის ბოლოს მათ გაყიდვას მოახერხებს, რაც დემბელეს ტრანსფერში დაეხმარება.