Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Tuttosport: პოგბას იუვენტუსში დაბრუნება სურს

Tuttosport-ის მტკიცებით, პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნება სურს და მზად არის, რომ წითელ ეშმაკებს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრას.

27 წლის ფეხბურთელი ტურინში 2012-16 წლების პერიოდში თამაშობდა და ოლდ ტრაფორდზე 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა, მას შემდეგ კი პოგბას იუვეში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ წყდება.

გამოცემის ინფორმაციით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პოგბა მანჩესტერში დარჩება, თუმცა იანვარში ყველაფერი შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

პოლ პოგბას მანჩესტერთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც გუნდს მისი გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეუძლია…

Leave a Reply

Your email address will not be published.