Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Tuttosport: რონალდუ იუვენტუსს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლის შესახებ უკვე არაერთმა წყარომ დაწერა. მას სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ, თუმცა ყველაზე რეალურად პორტუგალიელის პსჟ-ში გადასვლა, ან მანჩესტერში დაბრუნება გამოიყურება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, არც იუვენტუსს და არც კრიშტიანუს თანამშრომლობის დასრულება არ სურთ. ლეგენდარულ პორტუგალიელს იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, თუმცა თუ მიმდინარე სეზონში გუნდი მისთვის სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევს, ის გუნდის გამოცვლაზე დაფიქრდება.