Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Tuttosport: რონალდუ იუვეს სეზონის ბოლოს 50 მილიონად დატოვებს

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ კრიშტიანუ რონალდუ სეზონის ბოლოს პსჟ-ს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდეს.

ასაკის მიუხედავად, პორტუგალიელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ რჩება, თუმცა იუვენტუსს არსებული კრიზისის ფონზე მისი ხელფასის გადახდა უჭირს. პორტუგალიელი სეზონში 31 მილიონ ევროს იღებს და იქიდან გამომდინარე, რომ გუნდის შემოსავლები ყველა მიმართულებით შემცირებულია, ტურინელები რონალდუს გაყიდვას სერიოზულად განიხილავენ და თუ სეზონის ბოლომდე პანდემიის მხრივ სიტუაცია არ გამოსწორდა, მის გაშვებას შეეცდებიან.