უდინეზეს დირექტორმა იანვარში სამარჯიჩის იუვეში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
უდინეზეს დირექტორი ფედერიკო ბალძარეტი ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც იუვე იანვარში ლაზარ სამარჯიჩის გაფორმებას გეგმავს.
„სამარჯიჩი დღევანდელი უდინეზეს ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც სეზონის ბოლომდე ჩვენთან დარჩება. მისი გაყიდვა იანვარში არ განიხილება.
„ის გამორჩეული ტალანტია და გასაკვირი არ არის, რომ მის მიმართ ინტერესი დიდა. ჩვენ სეზონის ბოლოს მიღებულ წინადადებებს ერთად განვიხილავთ.“