Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზეს მცველი მილანის სატრანსფერო სიაში…

მილანი დაცვის ცენტრალური ზონის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატების ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდის ყურადღება უდინეზეს უკანახაზელმა ჯაკა ბიოლმა მიიქცია.

მილანი სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებაშია, რომლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით, როსონერი დანიელს სავარაუდოდ ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს.

SportItalia-ს ცნობით, 24 წლის მცველის გაფორმება მილანს დაახლოებით 12 მილიონი ევრო დაუჯდება.