უდოჯის აგენტმა ინტერის, მილანისა და იუვეს ინტერესი დაადასტურა
ტოტენჰემისა და იტალიის ნაკრების ფეხბურთელის დესტინი უდოჯის აგენტმა დაადასტურა, რომ კლიენტის ლონდონში გადაბარგებამდე, მის გაფორმებას იტალიური გრანდები ცდილობდნენ.
20 წლის ფეხბურთელს ინტერს, მილანსა და იუვეს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა უდინეზეს მიერ მოთხოვნილი 18 მილიონის გადახდა მხოლოდ ლონდონურმა გუნდმა შეძლო.
„ტოტენჰემში გადასვლამდე, უდოჯის თაობაზე ჩვენ მოლაპარაკებებს იუვენტუსთან, მილანთან და ინტერთან ვმართავდით, მაგრამ იტალიური ფეხბურთის უდიდესი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ახალგაზრდა იტალიელ ტალანტებში ფულის დახარჯვა არ გვსურს.
„ვერავინ იტყვის, რომ დიდ იტალიურ გუნდებს უდოჯის გაფორმების ფული ან სურვილი არ ჰქონია, რადგან მათთან შეხვედრა პირადად არაერთხელ გავმართე, მაგრამ მათ იტალიელ ფეხბურთელებში ინვესტიციის განსახორციელებლად საკმარისი სიმამაცე არ ჰქონდათ და აქცენტს უცხოელებზე აკეთებენ, ამიტომ უდოჯი საბოლოო ჯამში ტოტენჰემში აღმოჩნდა.“