Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA გუნდებს ფინანსურად დაეხმარება…

ცნობილი გამოცემა The Financial Times-ს ინფორმაციით, UEFA ევროპულ გუნდებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

წყაროს ინფორმაციით, UEFA იმ გუნდების დაფინანსებას გეგმავს, რომლებსაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო ყველაზე დიდი პრობლემები შეექმნათ.

წყაროს ცნობით, ევროპული ფეხბურთის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია  Citibank-ისგან 7 მილიარდ ევროს ისესხებს და გუნდებს ეტაპობრივად დაეხმარება, სესხს კი ევროპული ტურნირების ტრანსლაციიდან მიღებული თანხებით დაფარავს.