Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA იუვენტუსთან დიალოგისთვის მზად არის

იტალიური მედიის ინფორმაციით, UEFA იუვენტუსის წინააღმდეგ Plusvalenza-ს თაობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით აკვირდება და თუ ტურინულმა გრანდმა აპლაცია წააგო, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ იუვენტუსს ევროპულ ტურნირებზე ერთი ან რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშის უფლება ჩამოერთვას.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესის პარალელურად, UEFA-ს პრეზიდენტი ჩეფერინი მზად არის, ტურინული გრანდის ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგი დაიწყოს.

წყაროს ცნობით, თუ ტურინელები სუპერ ლიგის პროექტზე უარს იტყვიან, UEFA მზად არის იუვენტუსს შედარებით მსუბუქი, დიდი ალბათობით ფინანსური სასჯელი გამოუტანოს, თუ მათ ხელფასებისა და Plusvalenza-ს თაობაზე არსებული ბრალდებები დაუმტკიცდათ.