Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA-მ იბრას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო.

რამდენიმე კვირის წინ შვედურმა გამოცემა Aftonbladet-მა გაავრცელა ინფორმაცია (დეტალები იხილეთ აქ), რომ იბრაჰიმოვიჩის არსებული ერთ-ერთი კომპანია მალტაში არსებულ ბეთინგ ორგანიზაცია Bethard-ის აქციებს ფლობს, რაც FIFA-ს და UEFA-ს კანონს ეწინააღმდეგება და თუ იბრას ბრალი დაუდასტურდა, მას ძალიან სერიოზული სასჯელი ემუქრება.