Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA-მ Super League-ს შესაძლო შექმნა კატეგორიულად დაგმო

ცოტა ცნის წინ მოგახსენეთ, რომ ევროპის გრანდები ძალიან მალე ევროპის Super League-ს შექმნას ოფიციალურად დაადასტურებენ (დეტალები იხილეთ აქ).

ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი UEFA-მ გააკეთა.

„UEFA, ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია, პრემიერ ლიგა, ესპანეთის ფეხბურთის ასოციაცია, ლა ლიგა, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, სერია ა, ასევე FIFA და ჩვენი სხვა უამრავი მეგობარი ასოციაციები კატეგორიულად ვგმობთ Super League-ს შესაძლო შექმნის იდეას და მის წინააღმდეგ ერთიანად ვიბრძოლებთ.

„ეს პროექტი იქნება რამდენიმე ევროპული გუნდის სასარგებლოდ მიმართული, რაც სხვა, შედარებით დაბალი დონის გუნდებს ყოველგვარ შანსს მოუსპობს.

„მინდა მადლობა გადავუხადოთ იმ გუნდებს, განსაკუთრებით ფრანგულ და გერმანულ კლუბებს, რომლებმაც ამ ტურნირზე გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს.

„ვთხოვთ ყველა ფეხბურთის მოყვარულებს და პოლიტიკოსებს, რომ ასეთი პროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაგვიწიონ. ეს უკვე ზედმეტია და ჩვენ ბრძოლას აუცილებლად ვაპირებთ.“