Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

UEFA საგარეო გოლის წესს გააუქმებს ?

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, UEFA გასვლაზე გატანილი გოლის წესის შეცვლას გეგმავს.

Daily Telegraph-ის მტკიცებით, უეფა გასვლაზე გატანილი გოლის წესს ან საერთოდ გააუქმებს, ან ეს წესი ძალას დამატებითი დროის დანიშვნის შემთხვევაში დაკარგავს.

წყაროს ინფორმაციით, ამ თემაზე UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს და რა ცვლილებები იქნება მიღებული, ამის შესახებ რამდენიმე კვირაში გავიგებთ.